milan-italy

To Milano 16.07.13

თბილისი დროით 04:40 საათი, რეისი თბილისი -სტამბული.

თვითმფრინავი ისეთ ორმოებიან გზაზე დადის მე და დიმა ერთმანეთს ვუყურებთ გაოცებული. წლების წინ თბილისში ყველგან ეგეთი გზები იყო, აზრი არ ჰქონდა კარგი მანქანის ყოლას  საინტერესოა აეროპორტმა რა დააშავა, რით ვერ გააკეთეს გზა?

სტამბულში საბინა გოგჩენში ჩავფრინდით, გარეთ არ გაგვიშვეს ეგრევე სატრანზიტო ზონაში შეგვიყვანეს და ვაი ჩვენს დღეს:  არც ერთ კუთხეში, არც ერთ კაფეში, ტუალეტებშიც კი არ შეიძლებოდა მოწევა. არადა 3 საათი და 40 წუთი აქ გვიწევდა ყოფნა, ჩავირთეთ მუსიკები ტელეფონში და დავსხედით სადღაც, დაგვეძინა. ალბათ 40 წუთი გვეძინა, მერე გაგვაღვიძეს.

ავდექით და გადავედით კაფეში, ვისაუზმეთ, მერე წავედით მთელი ტერიტორია დეტალურად შევისწავლეთ, ფერაგამოს მაღაზია მახსოვს თავისი ფასებითურთ, მკითხეთ – გეტყვით :დ :დ

1 საათში სპორტ ბარი გაიხსანა მეორე სართულზე, ავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით უძილობისგან, შემდეგი ფრენა 3 საათამდე გრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგველია, რომ ბორტზე ეგრევე დაგვძინებოდა. მე კაბერნეს ვსვამდი, დიმა ლუდს როგორც ყოველთვის, რეისის გამოცხადებისას უკვე კარგად ვიყავით  :დ

IMAG3184800x651_zpsc4014fa1

თვითმფრინავში გაგვიმართლა, მესამე არავინ იჯდა ჩვენთან, თავისუფლად მოვკალათდით და ეგრევე დაგვეძინა. ფრენა თითქმის არ გვიგრძვნია.

IMAG3188800x477_zpsadd21fe7

13:20 წუთზე მილანში ვიყავით, სასტუმრო ტრანსფერით გვქონდა აღებული, ავტობუსმა 20 წუთში მოგვიყვანა სასტუმრომდე.

რესეფშენში ძალიან კარგი ტიპი დაგვხვდა, კარგად განვთავსდით, შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ და წავედით საჭმელად, იქვე სადღაც უბანში. ჩვენი სასტუმრო 5 წუთის სავალზე იყო მილანის ცენტრალურ სადგურამდე.

IMAG3195576x800_zps31c18775

შევედით კაფეტერიაში სადაც ინტერნეტი არ იყო, საერთოდაც უმეტეს კაფეებში არ არის ინტერნეტი. ვჭამეთ და გამოვედით, სასტუმროში მოგვცეს ინტერნეტის პაროლი და ჩვენდა საბედნიეროდ საკმაოდ კარგი ინტერნეტი იყო.

IMAG3201800x734_zps018e1bbb

მონცაში გვინდოდა წასვლა, ფერარების და ლამბოების კიდევ ერთხელ ახლოდან ნახვა, მაგრამ ინტერნეტში რომ ვნახეთ განრიგი ამ დღეს არაფერი ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დუომოზე წასვლა.

დუომოზე ჯერ სურათები გადავიღეთ, მერე ახლომახლო ტერიტორიებზე ვისეირნეთ ძალიან ბევრი, H&M-ში შევიარეთ და კოშმარი დაგვხვდა: უამრავი ხალხი, და ყველაფერი დაბლა ეყარა თითქმის, გამოვედით უკან.

IMAG0060800x624_zps93590891

78900987_zps5b04e5cb

IMAG0066496x800_zpsfeab15f8

IMAG0072551x800_zpse0b2e62c

IMAG0089539x800_zps626a5186

IMAG0103507x800_zpse67d6c65

IMAG3202800x773_zps3d0b3534

მერე წავედით ფერარის მაღაზიაში, სადაც სათვალე ვნახე რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა მაგრამ 1300 ევრო ღირდა

IMAG3212800x617_zpsb7ff9389

IMAG0118552x800_zps2a460f00 IMAG3213800x711_zpscc8528c6 IMAG3205800x706_zpsde9fe657 IMAG3209619x800_zpsea65763e

 ძალიან საინტერესო, დეტექტიურ ჟანრში გადაწყვეტილი ვიტრინა “who’s the Killer”

IMAG3220800x471_zps9617814b

IMAG0126447x800_zps131a5062

გოგონებს და ქალებს რაც ვნახე 60%-ს ეცვათ კაბები; გრძელები, მოკლეები, თხელები, ფარფატები, გამჭვირვალე, პრინტებიანი ან სხვა, მაგრამ კაბები. სხვეულზე ლამაზად მომდგარი კაბები <3 ხოდა ვინც იცით ჩემი სიყვარული კაბებისადმი მიხვდებით თუ როგორ გამიხარდა მე ეს ფაქტი. მგონი აქ უნდა ვცხოვრობდე და არ ვიცი :დ

განსაკუთრებით ბევრი იტალიელი ვნახე შავ ქეჟუალ კაბებში ბალეტკებზე და საოცარი სათვალეებით.

დანარჩენი 40% დადის მოკლე და უმოკლსი შორტებით და სხვადასხვა პრინტებიანი მაიკებით.

შარვლებში არავინ არ შემხვედრია, მითუმეტეს ფლორალ ან სხვა პრინტებით, რაც ძალიან გამიკვირდა და ასევე თითქმის არ დადიან ქვედაბოლოებით, არადა საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი.

რაც შეეხევბა მამრობით სქესს აქ ასე გამოკვეთილად ვერ გამოყოფ, ძირითადად მაინც ჩამოსულები მოძრაობდნენ ჯინსებით ან შორტებით. შედარებით ცოტა ვნახე ოდნავ აკეცილი ჯინსებით და უნასკო ფეხსაცმელებით.

მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს უბანში ერთი ბაბუ შეგვხვდა, მუხლები მომეკვეთა რომ დავინახე, არც ძალიან ბაბუ იყო, მაგრამ საოცრად სიმპათიური, უზომოდ კარგად ჩაცმული, ფანტასტიკა სათვალით და უფრო ფანტასტიკა ვარცხნილობით, აკეცილ სახელოებიანი შავი პიჯაკით და პიჯაკის ჯიბეში თეთრი ცხვირსახოცით, რომელიც ისე უხდებოდა რომ ტელეფონიც ვერ ამოვიღე გაოგნებისგან, რომ ჩუმად გადამეღო სურათი.  :)))))

უზომოდ ბევრი სეირნობის შემდეგ გადავწყვიტეთ გვევახშმა და დავბრუნებულიყავით სასტუმროში. შევედით იქვე დუომოზე რაღაც კაფეში, სადაც ინტერნეტი იყო მადლობა ღმერთს.

IMAG0143452x800_zpsb6516774

IMAG0139800x746_zps4cdf9e18

IMAG0138800x665_zpsba5cef1e

IMAG3227800x675_zpse7497793

IMAG3226800x699_zpse33ca5f0

დავბრუნდით სასტუმროში, მაგრამ ირგვლივ ყველა სუპერმარკეტი დაკეტილი დაგვხვდა  არადა სასმელების ყიდვა გვინდოდა. ვერსად ვერ იყიდითო გვითხრა რესეფშენისტმა და წავედით ჩვენც ვია კაპელინიზე, ჩვენი სასტუმროდან 2 ქუჩის მოშორებით რაღაც კაფეში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იჯდა გარეთ. დავსხედით და შევუკვეთეთ მე მარტინი, დიმამ ლუდი.

მარტინი მომიტანეს იმხელა ჭიქით ვერ წარმოიდგენთ, სურათი ვერ გადავუღე, ტელეფინი სასტუმროში მქონდა დატოვებული იტენებოდა. სანამ ვიჯექით და ვსაუბრობდით და ქუჩას ვათვალიერებდით აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც წითელი ქუჩაზე ვართ, ირგვლივ პაწაწუნა ბორდელი – სასტუმროები იყო და მასაჟების სალონები :დ ;დ :დ პროსტა თავად უძველესი კლასიკური პროფესიის წარმომადგენლები არ შეგვინიშნავს არასად.

მეორე დღის ბილეთები გავამზადეთ, wake up call  დავუკვეთეთ რესეფშენში და დავიძინეთ.

 

Comments

comments

11 thoughts on “To Milano 16.07.13

  1. Kristi Aslamazashvili says:

    კარგია ძააან <3 კაბების ფაქტი მომეწონა ძაან 🙂

  2. ლიკა says:

    სულ დადებითი პოსტები გაქვს:) დროის არაჩვეულებრივად გატარებას გისურვებთ!!!:)

  3. ent says:

    თქვენი მეუღლე რაღაცით ქევინ ბეიქონს გავს..

    ის სამსუნგის რეკლმა რა მაგარ ადგილასაა :))

  4. ლანკა says:

    როგორი დეტალური და შინაარსით დატვირთული პოსტია <3

  5. Ekaterine Japaridze says:

    სასიამოვნოოო წასაკითხი იყოოო თააათ, სულმოუთმენლად ველი ჩანაწერს ესპანეთზე, ძალიან მაინტრესებს თქვენი შტაბეჩდილებები <3

  6. Nutsa Gogelia says:

    ვერ ვიტან მილანის ფერარის მაღაზიას
    4–ჯერ ძვირია ხოლმე ყველაფერი
    ძალიან საყვარელი ფოტოებია <3, მიყვარს მე ეგ ქალაქი
    ერთხელ ვიყავით მე და ჩემი ბიჭი 35 დღით მანდ, რაღაც თემაზე მუშაობდა და გავყევი მეც
    ძალიან გემრიელად ვიცხოვრეთ მახსოვს, მაგრამ ესპანეთს მაინც ვერ შევადარებ, ჯერ ერთი რომ საშინლად ძვირია და ბინძური ქალაქია 🙂

  7. Lord Vader says:

    მე უკუღმა დავიწყე კითხვა მარიხუანიდან თბილისამდე 🙂
    კარგი იყო. პოსტებიც და დასვენებაც კაი გამოგსვლიათ.
    ევროტური კაი რამეა. უფრო ეკონომიურიც გამოდის, მაგრამ ეს ჩაალაგე-ამოალაგე არ მიყვარს. 🙂

  8. Taa says:

    Lord Vader

    შემდეგში ისეთ ტანსაცმელს წავიღებ რომ არ მომბეზრდა ან დამიძველდა და გამოცვლისთანავე დავტოვებ ხოლმე სასტუმროებში :)))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *