თბილისი დროით 04:40 საათი, რეისი თბილისი -სტამბული.
სტამბულში საბინა გოგჩენში ჩავფრინდით, გარეთ არ გაგვიშვეს ეგრევე სატრანზიტო ზონაში შეგვიყვანეს და ვაი ჩვენს დღეს: არც ერთ კუთხეში, არც ერთ კაფეში, ტუალეტებშიც კი არ შეიძლებოდა მოწევა. არადა 3 საათი და 40 წუთი აქ გვიწევდა ყოფნა, ჩავირთეთ მუსიკები ტელეფონში და დავსხედით სადღაც, დაგვეძინა. ალბათ 40 წუთი გვეძინა, მერე გაგვაღვიძეს.
ავდექით და გადავედით კაფეში, ვისაუზმეთ, მერე წავედით მთელი ტერიტორია დეტალურად შევისწავლეთ, ფერაგამოს მაღაზია მახსოვს თავისი ფასებითურთ, მკითხეთ – გეტყვით :დ :დ
1 საათში სპორტ ბარი გაიხსანა მეორე სართულზე, ავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით უძილობისგან, შემდეგი ფრენა 3 საათამდე გრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგველია, რომ ბორტზე ეგრევე დაგვძინებოდა. მე კაბერნეს ვსვამდი, დიმა ლუდს როგორც ყოველთვის, რეისის გამოცხადებისას უკვე კარგად ვიყავით :დ
თვითმფრინავში გაგვიმართლა, მესამე არავინ იჯდა ჩვენთან, თავისუფლად მოვკალათდით და ეგრევე დაგვეძინა. ფრენა თითქმის არ გვიგრძვნია.
13:20 წუთზე მილანში ვიყავით, სასტუმრო ტრანსფერით გვქონდა აღებული, ავტობუსმა 20 წუთში მოგვიყვანა სასტუმრომდე.
რესეფშენში ძალიან კარგი ტიპი დაგვხვდა, კარგად განვთავსდით, შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ და წავედით საჭმელად, იქვე სადღაც უბანში. ჩვენი სასტუმრო 5 წუთის სავალზე იყო მილანის ცენტრალურ სადგურამდე.
შევედით კაფეტერიაში სადაც ინტერნეტი არ იყო, საერთოდაც უმეტეს კაფეებში არ არის ინტერნეტი. ვჭამეთ და გამოვედით, სასტუმროში მოგვცეს ინტერნეტის პაროლი და ჩვენდა საბედნიეროდ საკმაოდ კარგი ინტერნეტი იყო.
მონცაში გვინდოდა წასვლა, ფერარების და ლამბოების კიდევ ერთხელ ახლოდან ნახვა, მაგრამ ინტერნეტში რომ ვნახეთ განრიგი ამ დღეს არაფერი ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დუომოზე წასვლა.
დუომოზე ჯერ სურათები გადავიღეთ, მერე ახლომახლო ტერიტორიებზე ვისეირნეთ ძალიან ბევრი, H&M-ში შევიარეთ და კოშმარი დაგვხვდა: უამრავი ხალხი, და ყველაფერი დაბლა ეყარა თითქმის, გამოვედით უკან.
მერე წავედით ფერარის მაღაზიაში, სადაც სათვალე ვნახე რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა მაგრამ 1300 ევრო ღირდა
ძალიან საინტერესო, დეტექტიურ ჟანრში გადაწყვეტილი ვიტრინა “who’s the Killer”
გოგონებს და ქალებს რაც ვნახე 60%-ს ეცვათ კაბები; გრძელები, მოკლეები, თხელები, ფარფატები, გამჭვირვალე, პრინტებიანი ან სხვა, მაგრამ კაბები. სხვეულზე ლამაზად მომდგარი კაბები <3 ხოდა ვინც იცით ჩემი სიყვარული კაბებისადმი მიხვდებით თუ როგორ გამიხარდა მე ეს ფაქტი. მგონი აქ უნდა ვცხოვრობდე და არ ვიცი :დ
განსაკუთრებით ბევრი იტალიელი ვნახე შავ ქეჟუალ კაბებში ბალეტკებზე და საოცარი სათვალეებით.
დანარჩენი 40% დადის მოკლე და უმოკლსი შორტებით და სხვადასხვა პრინტებიანი მაიკებით.
შარვლებში არავინ არ შემხვედრია, მითუმეტეს ფლორალ ან სხვა პრინტებით, რაც ძალიან გამიკვირდა და ასევე თითქმის არ დადიან ქვედაბოლოებით, არადა საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი.
რაც შეეხევბა მამრობით სქესს აქ ასე გამოკვეთილად ვერ გამოყოფ, ძირითადად მაინც ჩამოსულები მოძრაობდნენ ჯინსებით ან შორტებით. შედარებით ცოტა ვნახე ოდნავ აკეცილი ჯინსებით და უნასკო ფეხსაცმელებით.
მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს უბანში ერთი ბაბუ შეგვხვდა, მუხლები მომეკვეთა რომ დავინახე, არც ძალიან ბაბუ იყო, მაგრამ საოცრად სიმპათიური, უზომოდ კარგად ჩაცმული, ფანტასტიკა სათვალით და უფრო ფანტასტიკა ვარცხნილობით, აკეცილ სახელოებიანი შავი პიჯაკით და პიჯაკის ჯიბეში თეთრი ცხვირსახოცით, რომელიც ისე უხდებოდა რომ ტელეფონიც ვერ ამოვიღე გაოგნებისგან, რომ ჩუმად გადამეღო სურათი. :)))))
უზომოდ ბევრი სეირნობის შემდეგ გადავწყვიტეთ გვევახშმა და დავბრუნებულიყავით სასტუმროში. შევედით იქვე დუომოზე რაღაც კაფეში, სადაც ინტერნეტი იყო მადლობა ღმერთს.
დავბრუნდით სასტუმროში, მაგრამ ირგვლივ ყველა სუპერმარკეტი დაკეტილი დაგვხვდა არადა სასმელების ყიდვა გვინდოდა. ვერსად ვერ იყიდითო გვითხრა რესეფშენისტმა და წავედით ჩვენც ვია კაპელინიზე, ჩვენი სასტუმროდან 2 ქუჩის მოშორებით რაღაც კაფეში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იჯდა გარეთ. დავსხედით და შევუკვეთეთ მე მარტინი, დიმამ ლუდი.
მარტინი მომიტანეს იმხელა ჭიქით ვერ წარმოიდგენთ, სურათი ვერ გადავუღე, ტელეფინი სასტუმროში მქონდა დატოვებული იტენებოდა. სანამ ვიჯექით და ვსაუბრობდით და ქუჩას ვათვალიერებდით აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც წითელი ქუჩაზე ვართ, ირგვლივ პაწაწუნა ბორდელი – სასტუმროები იყო და მასაჟების სალონები :დ ;დ :დ პროსტა თავად უძველესი კლასიკური პროფესიის წარმომადგენლები არ შეგვინიშნავს არასად.
მეორე დღის ბილეთები გავამზადეთ, wake up call დავუკვეთეთ რესეფშენში და დავიძინეთ.
Comments
კარგია ძააან <3 კაბების ფაქტი მომეწონა ძაან 🙂
1სთ 🙂
სულ დადებითი პოსტები გაქვს:) დროის არაჩვეულებრივად გატარებას გისურვებთ!!!:)
^^
თქვენი მეუღლე რაღაცით ქევინ ბეიქონს გავს..
ის სამსუნგის რეკლმა რა მაგარ ადგილასაა :))
ვისიამოვნე ამბებით 🙂
როგორი დეტალური და შინაარსით დატვირთული პოსტია <3
სასიამოვნოოო წასაკითხი იყოოო თააათ, სულმოუთმენლად ველი ჩანაწერს ესპანეთზე, ძალიან მაინტრესებს თქვენი შტაბეჩდილებები <3
ვერ ვიტან მილანის ფერარის მაღაზიას
4–ჯერ ძვირია ხოლმე ყველაფერი
ძალიან საყვარელი ფოტოებია <3, მიყვარს მე ეგ ქალაქი
ერთხელ ვიყავით მე და ჩემი ბიჭი 35 დღით მანდ, რაღაც თემაზე მუშაობდა და გავყევი მეც
ძალიან გემრიელად ვიცხოვრეთ მახსოვს, მაგრამ ესპანეთს მაინც ვერ შევადარებ, ჯერ ერთი რომ საშინლად ძვირია და ბინძური ქალაქია 🙂
მე უკუღმა დავიწყე კითხვა მარიხუანიდან თბილისამდე 🙂
კარგი იყო. პოსტებიც და დასვენებაც კაი გამოგსვლიათ.
ევროტური კაი რამეა. უფრო ეკონომიურიც გამოდის, მაგრამ ეს ჩაალაგე-ამოალაგე არ მიყვარს. 🙂
Lord Vader
შემდეგში ისეთ ტანსაცმელს წავიღებ რომ არ მომბეზრდა ან დამიძველდა და გამოცვლისთანავე დავტოვებ ხოლმე სასტუმროებში :)))))