Monaco/Monte Carlo, July 21

“We must powder our wigs; that is why so many poor people have no bread.”
― Jean-Jacques Rousseau

მართლაც რომ !!!

სამყაროში სადაც ადამიანებს პური კიარა სასმელი წყალიც არ უვარგათ, არსებობს ადგილები სადაც ფუფუნება და ზღაპრული სიმდიდრე ჩვეულებრივი ამბავია, სადაც უბრალოდ სხვაგან ხარ 🙂

ადგილები, რომელთა მთელი ხიბლი, შიდა სამზარეულო და ცხოვრების წესი ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავთ მხოლოდ წიგნებში თუ წაგვიკითხავს ან ფილმებში გვინახავს.

ადგილები სადაც ზუსტად ხვდები თუ რა მნიშვნელობას ატარებს რეალურად სიტყვა LUXURY, რომელიც მანამდეც ათასჯერ გამოგიყენებია, მაგრამ უბრალოდ ცოტა სხვა მნიშვნელობით თურმე – უბრალოდ ეს აქამდე არ იცოდი.

მონტე – კარლო იყო ის ადგილი, რომელმაც ძალიან სერიოზულად გვაფიქრა მე და დიმა ცხოვრებაზე, ადგილი სადაც 2 000 000 –იან იახტაზე ვიოცნებეთ პორტში მისულებმა და ადგილი სადაც  ფერარი და პორშე ისეთივე მანქანაა როგორც ჩვენთან ტოიოტა კოროლა, ერთი პერიოდი რომ შემოიყარა და ყველა მესამეს ყავდა 🙂

  photo Fotor0730143752_zps774847b0.jpg

 photo Fotor073016155_zps96cc7f03.jpg

 photo Fotor0730143330_zpsa93ba1b9.jpg

 photo Fotor0730155537_zps6cf273bc.jpg

დილით ნიცაში ბილეთები ავიღეთ ექსპრეს მატარებლის, ვისაუზმეთ იქვე რკინიგზის სადგურთან კაფეში და მონაკოსკენ გავემგზავრეთ. გზას სადღაც 20–25 წუთი დასჭირდა.

და თავი ამოვყავით საოცრებათა ქვეყანაში.

ჯერ პორტში დავეშვით და საოცარი იახტები ვათვალიერეთ, მერე ცენტრში სურათები გადავიღეთ, ჩვენი მეგობრის რჩევით Café de Paris-შიც შევიარეთ, სადაც რაღაც საოცარი ფასები ღირდა ყველაფერი.

ერთი ჭიქა ყავა, რომელშიც ყველაზე მეტი მთელი თრიფის მანძილზე 2,5 ევრო გვქონდა გადახდილი აქ 9 ევრო ღირდა.

ასევე ვაკვირდებოდით ყველგან ბინის ფასებს, მაგალითად სანრემოში 96 000ევროდან ვნახეთ ბინები , ნიცაში 126 000–იდან იწყებოდა, აი მონტე კარლოში კი ყველაზე იაფიანი ბინაც კი 2 000 000 ევროდან იწყებოდა 🙂 ვერაფერს იტყვი 🙂

 photo Fotor073016115_zps0c483959.jpg

 photo Fotor073014424_zps8d5710dc.jpg

 photo Fotor0730144519_zpsce998067.jpg

 photo Fotor0730145018_zps2e5f34f9.jpg

 photo Fotor0730150220_zps157abfa1.jpg

 photo Fotor0730145559_zps438038e1.jpg

 photo Fotor0730145249_zpsbf06c987.png

მერე ჩავედით პლაჟზე, სადაც მეგონა რომ ვნახავდი შეზლონგებს , მაგრამ ამაოდ

აქაც ყველანი ოქროსფერ ქვიშაზე ვიყავით გართხმულები, ცოტა უცნაური ქვიშა იყო კანისგან განსხვავებით – ნახევრად ქვიშა–ნახევრად ქვა.  თუმცა განსხვავება აქაც იგრძნობოდა: პრადას სათვალეები, რალფ ლორენის პირსახოცები, ლუი ვიტონის ჩანთები, უზომოდ ძვირი ზღვისპირა კაფეები, საოცარი ფასები წყლებზე და გამაგრილებელ ფასებზე და სილიკონის ძუძუები.

განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პლაჟზე 2 წყვილი იქცევდა, 2 ტიპი და მათი გელფრენდები, ერთი მათგანი ძალიან უფერული და უღიმღამო იყო და არავინ ზედ არ უყურებდა, სამაგიეროდ ბოიფრენდი ყავდა ისეთი ახმახი და ისეთი ბატიბუტი რომ, გვერდზე რომ ჩაგვივლიდა მზარავდა ხოლმე. მეორე მაგათი მეგობარი წყვილი უფრო საინტერესო იყო, მისის ძუძუ და თავისი ბოიფრენდი. ჯერ პლაჟიდან დაიწყეს გაშიშვლება და სცენები, რომელიც მერე წყალშიც გაგრძელდა, მაგრამ ამ გოგოს გამოსაჩენი მაინც ჰქონდა რამე თავისი დაქალისგან განსხვავებით. საოცარი ტანი ჰქონდა.

მერე ზღვაში რომ შევიდნენ მთელი პლაჟი მათ უყურებდა, აი მართლა მთელი პლაჟი. რამდენიმე სურათში ჩანან კარგად და მიხვდებით ადვილად ვისზე მაქვს საუბარი.

მაგრამ ბოლოს როცა შხაპის ქვეშ დადგა ეს გოგო, აი მანდ რიგები დადგააა და ხალხმა ვითომ სურათების გადაღება დაიწყო მანდვე. ის ტიპი უკვე დაიძაბა და დაბღვერილი იყურებოდა ბოლოს :დ :დ :დ

 photo Fotor0730160734_zps02d448a2.jpg

 photo Fotor073014598_zps2cb419a0.png

 photo Fotor0730161735_zps4ac8651e.png

 photo Fotor0730162723_zpsfcee1a93.jpg

 photo IMAG3506_zpsf0e1bfe6.jpg

 photo Fotor0730162150_zps55d6ebd7.jpg

  ეს დღე განსაკუთრებით ცხელი იყო და ამიტომაც პლაჟზე სადღაც 3 საათზე მეტი არ გავჩერდით, წამოვედით ჯერ კაფეში დავჯექით გავგრილდით ცოტა წვენებით, მერე წავედით ისევ საბოდიალოდ და დასათვალიერებლად.

 photo Fotor0730154719_zpsb48e20f4.jpg

 photo Fotor0730160059_zpsd69d06e7.jpg

  ცოტა ხანში დიმამ მოისურვა მონტე კარლოს კაზინოში შესვლა, მე მაღაზიებში, ამიტომ დავთქვით დრო როდის და სად შევხვდებოდით ერთმანეთს და გავიყავით. მე ვიბოდიალე მაღაზიებში, ვნახე საოცრებები, მაგრამ სურათები არ გადამაღებინეს არსად. მერე ვიყიდე რამდენიმე შორტი და მაიკა და დავუბრუნდი ჩემს აღფრთოვანებულ მეუღლეს, რომელიც იყო ნანახით შოკირებული და ” აი აქ, ამ კაზინოში, უეჭველი უნდა წამოსულიყავიო მისაყვედურა. ასეთი კაზინო ჯერ არსად მინახავს აქამდეო.”

 მინდოდა შესვლა მაგრამ უკვე ისე გვშიოდა რომ ვეღარ დავდიოდით, ამიტომ წავედით საჭმელად.

  photo Fotor0730162623_zpscc271064.jpg

საღამოს ნიცას დავუბრუნდით, ბარგი ავიღეთ სასტუმროდან და ნიცას აეროპორტისკენ გავეშურეთ.

3 არაჩვეულებრივი დღე საფრანგეთში ამით დასრულდა, გავფრინდით ბარსელონაში.

Comments

comments

7 thoughts on “Monaco/Monte Carlo, July 21

  1. Nutsa Gogelia says:

    მონაკოშიც იყავიით?
    ეგ არის საოცარი სამეფო, ზღაპრული ქვეყანა ზღაპარი გრიმალდებით
    არ მახსოვს ევროპაში ცხოვრების 9 წლიდან არც ერთი წელი მანდ რომ არ ჩავსულიყავი
    მონტე კარლო არის მილიონერთა საბუდარი, სადაც შეიხები და ამერიკელი მილიარდელები თვეობით ცხოვრობენ სანაპიროებთან იახტებზე
    სადაც სხეულით ვაჭრობა არის ყველაზე სარფიანი საქმე და ლამაზი გოგონები უცებ მდიდრდებიან
    დედამიწაზე სულ რამდენიმე წერტილი არსებობს ასეთი.

  2. Nutsa Gogelia says:

    თავისთავად იდეა, რომ მხოლოდ მდიდრები და მილიონერები "გულაობენ" ძალიან ტეხავს
    მაგრამ ეს ქალაქი თიტქოს მხოლოდ მაგისთვის არსებობსო და იმდენად არ გაღიზიანებს ეს ფუფუნება

  3. ინგა says:

    2 000 000 ევროიანი სახლი მომინდა მონტე კარლოში
    ყოჩაღ, მაგარი მოგზაურობა მოგიწყვიათ

  4. nanka says:

    მოკლედ, მადლობა, ესე მგონია მეც ვიმოგზაურე თქვენთან ერთად ♥

  5. სუზი says:

    ასე მგონია მე ვიყავი :დ :დ :დ
    ველოდები სხვა დღეებსაც
    ისე ვკითხულობ როგორც კარგად დაწერილ მოთხრობას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *