Cannes, July 20

30 წუთში მატარებლით ნიცას სადგურიდან  მე და დიმა კანში ვიყავით.

 photo CannesFrance20132_zps63e4427a.jpg

კანში ისე არაფერს მოვუხიბლავარ როგორც ქვიშას: ოქროსფერი, თხელი, ფაფუკი, სუფთა ქვიშა დაგვხვდა პლაჟზე ჩასულებს და მივხვდი რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ ავდგებოდი ამ პლაჟიდან.

 photo CannesFrance201314_zpsaf883135.jpg

 photo CannesFrance2013_zpsb656c1be.jpg

 photo CannesFrance20135_zps1b6536b5.jpg

კანში პლაჟებზე გაცილებით მეტი რუსულად მოლაპარაკე შევნიშნეთ ვიდრე ნიცაში ან სადმე სხვაგან. მიზეზს ვერ ვხვდები,  კანი უფრო კარგად ჟღერს ვითომ? თუ წითელი ხალიჩის ამბიციებია 😀

ისევე, როგორც სხვაგან აქაც არავინ არ იწვა შეზლონგებზე და აქაც ტიტლიკანები ბანაობდნენ და ირუჯებოდნენ.

მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი პლაჟზე გატარებული რამდენიმე საათიდან მაინც იყო უსაყვარლესი, პაწაწუნა ზანგი ბაია, რომელიც იყო 1 წლის და 4 თვის, ჯერ არც ლაპარაკობდა, მარტო ცალკეულ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ იყო მაიმუნივით მოქნილი. ისე ეკიდებოდა ხოლმე მამამისს ტანზე შხაპის ქვეშ რომ ვგიჟდებოდი. ძალიან მაიმუნჩიკი არსება იყო, სულ შხაპის ქვეშ უნდოდა დგომა და ამიტომ, როგორც კი გამოიყვანდნენ დუშებიდან, ეგრევე ქვიშაში იშხლართებოდა ან კიდევ თავზე და სახეზე იყრიდა ხოლმე. 2 ტიპთან ერთად იყო, დედა არ ახლდათ და ერთი სიტყვაც არ იცოდნენ ინგლისურად.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მშვენივრად მივახვედრე ხელებით და მიმიკებით და ეს ბავშვი ვითხოვე ცოტა ხნით და იმდენი ვეთამაშე, იმდენი ვეფერე და ისე გავერთეთ, რო ის მამებიც კი სურათებს გვიღებდნენ :D, ბოლოს წასვლა აღარ უნდოდა მამებთან და რომ დარბოდა პლაჟზე, ჩემთან მოირბენდა ხოლმე და რაღაცეებს მეუბნებოდა ფრანგულად.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/TRAVEL/CannesFrance201315_zpsdf0bdfa4.jpg?resize=444%2C611

 photo CannesFrance20139_zps70f3e1ac.jpg

 photo CannesFrance20138_zps61dcb350.jpg

 photo CannesFrance20136_zps5aebcc28.jpg

 photo CannesFrance20137_zpse52a01d6.jpg

 photo CannesFrance201310_zpsaaac1f20.jpg

 photo CannesFrance201311_zpsd5fc0f6f.jpg

ისე შემიყვარდა ეს ბავშვი, ისე შემიყვარდა რომ დიმას ვთხოვდი, მოდი ზანგი ბაია ვიშვილოთ მეთქი. რომ ჩამოვედი ვიკიკოსაც ვანახე სურათები და დამთანხმდა, მეც მინდა ზანგი ბიჭიო. ახლა მთავარია გავერკვიო არის თუ არა შანსი მართლა ვიშვილო ზანგი ბაია ეგეთი პაწაწუნა <3

შუადღის მერე წამოვედით პლაჟიდან და ვისეირნეთ სანაპიროზე, დავათვალიერეთ კანის ცენტრალური ქუჩები და უცებ დიმას თვალები გაუნათდა, ჩვენს წინ წარწერა „კაზინო“ ელვარებდა.

აზრი არ ჰქონდა არ დავთანხმებულიყავი შესვლას, არადა ორივე ვიყავით საცურაო კოსტუმებით, ნახევრად სველი კუპალნიკები მეცვა მე და დიმასაც შორტები, და პირსახოცებით დავდიოდით, მეგონა არ შეგვიშვებდნენ, მაგრამ უპრობლემოდ შეგვიშვეს, შემნახველ საკანში ჩაგვაბარებინეს ჩვენი ნივთები, wifi–ს პაროლიც მოგვცეს და შევუდექით თამაშს.

 photo CannesFrance20133_zps214603e4.jpg

მე ცოტა ვითამაშე, რაღაც კარგი მოგებები მომდიოდა და 100 ევრომდე ავედი, მაგრამ მერე ბეილისის სმა დავიწყე მშიერ კუჭზე და უცებ ისე დავთვერი მომენტალურად ვერ წარმოიდგენთ :დ :დ  ხოდა დავიწყე ჩუმად სურათების გადაღება და შიგადაშიგ თამაში და ამასობაში წავაგე კიდევაც მთელი მოგებული ფული და დავიწყე დიმას ძებნა წავიდეთ მშია მეთქი. დიმასაც მაგრად შიოდა და ეგრევე წამოვიდა, 200 ევრო მოიგო.

მერე კანში შევედით კაფეში სადაც პირველად მომივიდა ხორცთან დაკავშირებით ინციდენტი, აქამდე ყველას ყველაფერს ვაგებინებდი.

ტიპს ვუკვეთავ სალათს და ვეუბნები რომ უნდა იყოს ხორცის გარეშე და ესეც თავს მიქნევს კიო. მერე ცივი ყავა მოვითხოვე, ცივი ყავა როგორ მოაქვთ იცით? ჩვეულებრივ ამერიკანოს გიკეთებენ,  მოაქვთ ღვინის ბოკალი ყინულებით და იმ ყავას გისხამენ იქვე ბოკალში და ისიც ცივდება 🙂 ცივი ყავა ნაყინით საერთოდ არ იციან რა გაგებაა.

ხოდა ველოდები მოუთმენლად ჩემს სალათს და ტიპს მოაქვს იმდენი ვიჩინა აყრია კინაღამ გული გამისკდა. მეთქი ეს რა არის, ხომ გითხარი გარკვევით ხორცის გარეშე. ხოდა გავატანე უკან. მომიტანა თავიდან ხორცის გარეშე, მაგრამ ისეთი უგემური სალათი იყო ძალიან ვინანე საერთოდ რომ არ გავაუქმებინე შეკვეთა, არადა დიმას მოუტანეს თევზის სალათა რაღაცა და ყოფილა უგემრიელესი.

 photo CannesFrance201313_zps17d29e88.jpg

 photo CannesFrance20134_zps054e63ca.jpg

 photo CannesFrance201312_zps2f992a24.jpg

საღამოს ნიცაში დავბრუნდით, ვიბანავეთ, მოვწესრიგდით და წავედით სხვა მხარეების დასათვალიერებლად. ჯერ ზღვის სანაპიროზე გავედით და მანდ ვსეირნობდით, რომ უცებ ატყდა ჩოჩქოლი, სიცილი, ხარხარი. მოვბრუნდით და ლამის გავიგუდეთ სიცილით.

ვიღაცა ჩინელი გოგოს წინა საქორწინო ღამე ჰქონდა და თვითონ საპატარძლო თეთრ გამჭვირვალე კაბაში ჩაცმული, ძალიან ძალიან გამომწვევად, თავზე გრძელი ფატა, ფეხზე კეტები და ხელში უზარმაზარი თავისზე მაღალი დილდოთი დადიოდა და უკან დაყვებოდნენ თავისი ალბათ მეჯვარეები, ისინიც ძალიან გამომწვევად – ოღონდ ყველანი შავ ფერებში ჩაცმულები. ძალიან სახალისო მსვლელობა იყო, ყველა სურათებს უღებდა და კვდებოდნენ სიცილით :დ

მერე წავედით ნიცას კაზინოებში, ერთ კაზინოში შევედით და ძალიან ბანძი სიტუაცია იყო, მოვიგეთ ფული და გამოვედით და მერე წავედით იგივე ბრენდის კაზინოში, რომელშიც ვიყავით კანში, ის გაცილებით დონე კაზინო იყო. მანდ 400–ზე ცოტა მეტი ევრო მოვიგეთ და თან ძალიან ვისიამოვნეთ თამაშის პროცესითაც, გარემოთიც. შიგნით მოცეკვავე გოგონები ჰყავდათ სხვადასხვა ცეკვები ჰქონდათ დადგმული, საკმაოდ ნიჭიერად ასრულებდნენ და თან ყველა ცეკვას თავისი კოსტიუმები ჰქონდა და წამებში იცვლიდნენ ხოლმე, სასმელი უფასო იყო, მუსიკა ძალიან კარგი და ძალიან ვისიამოვნეთ ამ კაზინოთი. მართლა გავერთეთ გემრიელად.

მერე გამოვედით და ძალიან გვიანი იყო, კაფეებიც კი იკეტებოდა უკვე და მოვასწარით რაღაც პიცერიაში დაჯდომა, სადაც პიცის გარდა ვერაფერს გაგიკეთებთო, სამზარეულო დაიხურაო გვითხრა საოცარმა მიმტანმა. რომელიც იყო უეჭველი დაექსტაზებული, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა. წამებში გაგვიშალა მაგიდა, წამებში აალაგა სხვა 5 თუ 6 მაგიდა და ისე დაქროდა მაგიდებს შორის თვალს ვერ ვაყოლებდი. უუუგემრიელესი პიცა მოგვიტანა 4 ყველით, ჩემი საყვარელი პიცაა, მერე მისივე რჩევით საოცრად გემრიელი თეთრი ღვინო დავლიე და სახლში რომ მოვდიოდით მე და დიმა უკვე ძაან „ბუხოები“ ვიყავით.

 photo CannesFrance20131_zpsae0100f1.jpg

ისეთი ლამაზი და თბილი რამე იყო, რომ მაინც ეგრევე არ მივედით სახლში, ვისეირნეთ ბევრი ჩახუტებულებმა და ვიჭორავეთ რაღაცეებზე, ვგეგმეთ ჩვენი მომავალი.

ვერ ვიტყვი რომ კანით მოვიხიბლე ან რამე განსაკუთრებული ვნახე – ნიცა სჯობს ათასჯერ, თუმცა პოსტი მონტე-კარლოზე ჯერ კიდევ წინ გვაქვს :))))

Comments

comments

11 thoughts on “Cannes, July 20

  1. ირინა says:

    გადასარევი წყვილი ხართ 🙂
    ის ბავშვი მართლაც უზომოდ გიხდებათ
    არ გყავთ ჯერ თქვენი შვილი?

  2. ირინა says:

    უკან, ტრუსების ზემოთ წელზე ორი ნაჩვრეტი შევამჩნიე 🙂
    ადრეც მინახავს ერთ გოგონაზე
    ძალიან ლამაზია 🙂
    ძალიან ლამაზი სხეული გაქვთ თათა

  3. Taa Morchiladze says:

    უნდა ჩავიდეთ ჯგუფურად და ვასწავლოთ

  4. Taa Morchiladze says:

    ნუცა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3
    უღრმესი

  5. Taa says:

    ირინა

    კი როგორ არ გვყავს
    4 წლის გოგონა გვყავს – ვიკიკო <3

    დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის, ეგ ნაჩვრეტები მეც საკმაოდ გვიან აღმოვუჩინე ჩემს ტავს და მეც რაღაცნაირად მესიმპათიურება 🙂

  6. სუზი says:

    ულამაზესი წყვილი ხართ 🙂
    ბედნიერებას და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ

  7. ხათუნა says:

    შენს ადგილზე მე ავიყვანდი და მოვიტაცებდი მაგ ბავშვს
    ჯერ ერთი ძალიან საყვარელია
    მერე რომ გიხდება ძალიან ზანგი ბავშვი
    და ბოლოს : ვიკიკოს როგორ მოუხდება აზრზე ხაარ?
    ერთად რომ ივლიან 2 საოცრება ხელჩაკიდებული

  8. ზურა says:

    მგონი უკვე ვიცი სადაც უნდა წავიდე დასასვენებლად
    შიშველი ძუძუები მინდა პლაჟზე :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *