Nice, France – Place to visit !!!

აი ამ გადასახედიდან, დღეს უკვე მესამე დღეა რაც საქართველოს დავუბრუნდი, კიდევ ერთხელ ვხვდები რომ წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი ვიყავი, რადგან 3 დღე საფრანგეთში გატარებული იყო ყველაზე ყველაზე დადებითი და ყველაზე „ჩემი“ მთელი ამ თრიფიდან. მართლა არ მეგონა საფრანგეთი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. უგონოდ ვარ შეყვარებული ნიცაზე და მონტე კარლოზე.

–        თქვენი ოდესმე „ფრანცუჟენკა“ თაა

nice copy2

               ვენტიმილიადან ნიცაში დაახლოებით 40 წუთში ვიყავით, ისიც იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც ავიღეთ არ იყო ექსპრესი და ყველა გაჩერებაზე აჩერებდა.

ჩვენი სასტუმრო რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში იყო დაახლოებით, რამაც გაგვაბედნიერა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, სტაფი –  რომელიც იყო საოცრად მეგობრული,  ღიმილიანი, და რომლებმაც იცოდნენ ინგლისური რაც მთავარია!!!  სასტუმროში ibis Nice hotel ღამეში ვიხდიდით 85 ევროს- საუზმე არ შედიოდა, საუზმე დამატებით 9 ევრო ღირდა კაცზე, მაგრამ ჩვენ გარეთ საუზმობა გვერჩივნა სხვადასხვა კაფეებში. რეალურად ყველაზე ძვირი ეს სასტუმრო იყო მთელი თრიფის მანძილზე, სულ ცოტათი ძვირი იყო ვიდრე ბარსელონა და მილანი. 

ნომერი პაწაწუნა იყო, თუმცა საკმაოდ საყვარელი და საწოლი გვქონდა ძალიან, ძალიან კომფორტული, ჯერ ერთი რომ დიდი იყო ძალიან და მერე ისეთი რბილი და ისეთი გემრიელი რომ ადგომა არ გვინდოდა ხოლმე.

 photo NiceFrance20133_zps49f2a67f.jpg

გარდა ამისა მთელი თრიფის მანძილზე საფრანგეთი იყო ის ერთადერთი ნაწილი, სადაც თითქმის სულ გვქონდა ინტერნეტი სასტუმროშიც, ქუჩაშიც, კაფეებშიც, ყველგან შეგეძლო ინტერნეტით სარგებლობა და ამ ფაქტით ვიყავით მოხიბლულები მე და დიმა. ნუ დიმა განსაკუთრებით, რადგან მისთვის ინტერნეტი აუცილებლობას წარმოადგენდა.

როგორც კი სასტუმროში ამოვბარგდით, მაშინვე გადავწყვიტეთ პლაჟზე წასვლა და თან ჭამა, გავუყევით პლაჟისკენ გზას და გზადვე კაფეების ქუჩაზე შევედით. ძალიან ლამაზი და საყვარელი ქუჩა იყო, უამრავი ტურისტით, უამრავი კაფეთი და სუვენირების მაღაზიებით. ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, ისეთი ყაყანი იყო და ფუსფუსი რომ ეგრევე ენერგიაზე მოყავდი ადამიანი.

თავიდან ერთ ერთ უსაყვარლეს ფრეშ ვიტ კაფეში შევედით, სადაც გვინდოდა სალათების ჭამა და ფრეშის დალევა, ისეთი საოცრებები ჰქონდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თავად სალთის ფოთლები გაუთავდათ და მომარაგებას, რომელიც 30 წუთში მოვაო –  ვერ დავუცდიდით, ძალიან გვშიოდა. ამიტომ შევედით მოპირდაპირე მხარეს ბისტროში და არ ვინანეთ არანაირად, ისეთი გემრიელი და საინტერესო სალათები ვჭამეთ ცხოვრებაში რომ არ გვეჭამა.

 photo NiceFrance2013_zps662b6559.jpg

ფასებს რაც შეეხება, მილანისნაირი კატასტროფული ფასი საკვებში აღარსად გადაგვიხდია, მერე მოდიოდა მონტე-კარლო, სადაც ასევე საოცარი ფასები ედო კაფეებში საჭმელს.

ნიცა და კანში თითქმის ერთი ფასები იყო და ნუ ისეთი, საშუალოზე მაღალი, მაგრამ 100 ევრო არასოდეს მოგვსვლია ანგარიში :D.  მერე მოდიოდა ბარსელონა და სანრემო. აი მალაგაში კი ყველაფერს ისეთი ფანტასტიური ფასები ედო, რომ გვიკვირდა ხოლმე მე და დიმას 2-ჯერ მეტს რატომ არ ვიხდითო :დ

სანრემოში ისე მოხდა რომ ცენტრალურ პლაჟებზე არ ვყოფილვართ, გვეზარებოდა წასვლა ავტობუსით და ჩვენს მხარეს Topless არავინ ბანაობდა და არ ირუჯებოდნენ. ეგ კიარადა სადაც ჩვენ ჩავედით პლაჟზე სულ 6–7 კაცი იწვა.

აი ნიცადან რომ დაიწყო ტოპლესები მალაგაში დასრულდა ისეთი საოცრებებით რომ რა გითხრათ. მალაგის სურათები არ მაქვს სამწუხაროდ, რადგან მანდ ცოტა სხვა სიტუაცია იყო პლაჟზე,  სხვას ვერ გადაუღებდი სურათს ეგრევე დაცვა ან ვინმე დაგაცხრებოდა თავზე. დაჟე თავად რომ იღებდი სურათს ცდილობდნენ გაგრიდებოდნენ.

ნიცაში ქვიანი პლაჟი იყო, მაგრამ სამაგიეროდ წყალი იყო რაღაც საოცრება, უკამკამესი, საოცრად თბილი და სუფთა. ასეთი წყალი მეტი არსად მინახავს. ძალიან, ძალიან ბევრი ვიცურავე, ვერ ვშორდებოდი ამ საოცარ წყალს.

 photo NiceFrance20134_zpsf5eb5afb.jpg

პლაჟებზე აქ შეზლონგებზე თიქმის არავინ წევს თუ რომელიმე სასტუმროს პლაჟი არ არის. მინიმუმ 5 ევრო ღირს ერთი შეზლონგი და ამიტომ ყველას კიდია, არ მინახავს შეზლონგებზე მწოლიარე ხალხი.

 photo NiceFrance20131_zps76c5f4e7.jpg

2 საათი რომ გავიდა და ვერ მოვწყდი პლაჟს, დიმას მობეზრდა და თან სამუშაო ჰქონდა და ავიდა ნომერში, მე კიდევ ალბათ 2 საათი ვიხრუკებოდი მარტო.

 photo NiceFrance20135_zpsf253812a.png

მერე მეც ავედი, ვიბანავეთ და წავედით სასეირნოდ.

რაღაც ქუჩაზე ჩავედით სადაც ზანგი “ბირჟავიკი” – ბარიგები იდგნენ, უამრავი სექს შოპი იყო, ქართველებიც ვნახეთ, უფრო სწორად ქართველი ნარკომანების ტელეფონზე საუბარი მოვისმინეთ, ტიპი სადარბაზოსთან იდგა და ბოლო ხბმაზე გაყვიროდა ტელეფონში – რა იყო ლომკაში თუა დამირეკოს და მეტადონს გავუჩალიჩებო, მერე ვიღაცას გასძახა: გიო ბიჭებს უთხარი პური იყიდონო და დავასკვენი რომ ჯობდა ისე გაგვევლო ქართულად არ გვესაუბრა, არანაირი სურვილი არ მქონდა მათთან კონტაქტისა

მერე ამავე ქუჩაზე რესტორნები და კაფეების რიგები დაიწყო, შევედით ჩინურ რესტორანში რადგან მინდოდა ბრინჯეულის ჭამა და ისეთი გემრიელი ბრინჯი ვჭამე კრევეტებით, რომ მერე ისევ წავაყვანინე დიმას მანდ თავი 2 დღის მერე.

 photo NiceFrance201310_zps9a0ff896.jpg

ჭამის მერე ცენტრში გავედით, იმდენი ვიარეთ იმდენი, მთელი ბულვარი და მისი მიმდებარე პატარ-პატარა ქუჩები სულ შემოვიარეთ, თან რაღაცა კონკრეტულ მთაზე მდებარე ადგილს ვეძებდით –რომელიც ცენტრიდან დავინახეთ :D,  მაგრამ მაგის ძებნაში ლამის მაგ მთის წვერზე ავძვერით და რაღაც გადასახვევში მოტეხილად მდგარ სასტავს დავადექით თავზე, მარიხუანას ეწეოდნენ,  მაგის ზევით არაფერი აღარ იყო, ეს აღმართი სახლის კედლით მთავრდებოდა და მოგვიწია უკან დაშვება. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, იმხელა აღმართი ავიარეთ, თითქოს სწორად და მაინც რომ ვერ მივაგენით იმ ადგილს :დ :დ :დ

 photo NiceFrance20137_zps24d6e291.jpg

 photo NiceFrance20139_zpsc9660d28.jpg

 photo NiceFrance201311_zps1cd1216f.jpg

 photo NiceFrance20136_zpsf3a2144a.jpg

 photo NiceFrance20132_zps5d3288f4.jpg

მერე რუკას რომ დავხედეთ იმდენი უბანი შემოგვივლია უცებ სუპერ გმირებად ვიგრძენით ტავი, მთელი ნიცას ცენტრი და ირგვლივ ადგილები მოგვევლო ამასობაში, ძალიან ბევრი რამე ვნახეთ. ცენტრშიც შეგვხვდნენ ქართველები, მაგათთან მოგვიწია გამოლაპარაკება. მაგრამ 2 წუთით შემოვიფარგლეთ.

მერე უკან დავბრუნდით და გადავწყვიტეთ მეორე დღეს დილიდან კანში წავსულიყავით საუზმის შემდეგ.

 photo NiceFrance20138_zpsbbfff376.jpg

Comments

comments

14 thoughts on “Nice, France – Place to visit !!!

  1. ირინა says:

    ჩემი ნიცა 🙂
    2 თვე გავატარე მანდ რაღაც სტაჟირებაზე
    და ახლა თავიდან მოვიარე თქვენთან ერთად

    დღეს პირველად აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი და ამიერიდან ძალიან ერთგულ მკითხველად მიგულეთ

  2. Nutsa Gogelia says:

    ბოლო სურათში ხარ საოცრება
    რაღაცნაირი იტალიური ფილმების კადრს წააგავს, სათვალე, სიგარეტი, თმა
    სუპერ–პუპერ ფოტოა

  3. Taa says:

    ირინა

    დიდი მადლობა 🙂
    ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია ყოველი ახალი მკითხველი

  4. Taa Morchiladze says:

    ნუცა, ვგიჟდები შენს კომენტარებზე
    მართლა
    უღრმესი მადლობა <3

  5. ლენკა says:

    ერთ ერთი ყველაზე მაგარი პოსტია
    ნიცა ძალიან მაგარია, მე ვიყავი 1 დღით ჩასული ჩემს მეგობართან
    მაგრამ მაგდენი ვერ მოვასწარი, თუმცა პლაჟზე ჩვენც გავედით ცოტა ხნით
    ულამაზესი ტანი გაქვს და ძალიან მომეცონა შენი საცურაო კოსტუმი

  6. თამუნა says:

    მე ვარ მაგ სასტუმროში ნამყოფი და გეთანხმები აღწერილობაში
    მეც მსგავსი ოტახი მქონდა, უცუცქნესი აბაზანით, მაგრამ საუკეთესო მომსახურება აქვთ მართლაც და კარგი ინტერნეტი
    შარშან ვიყავი 6 დღე, საუზმეც არაჩვეულებრივი აქვთ, უნდა აგეღოთ – იმდენი რამე დევს საღამომდე არ მოგშივდებოდათ

    ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მე ეგრე ვერასოდეს აღვწერდი ჩემს თავგადასავლებს
    არადა მართლაც გადამხდა ერთიორი
    ერთი ზანგი ავიკიდე ნიცაში, 4 დღე ვერ ვიშორებდი გადამრია :დ :დ :დ

  7. Anastasia says:

    თათ, ზღაპრულად გამოიყურები
    გიხდება შენ მოგზაურობები ძალიან
    მომანდომე ნიცაში წასვლა

  8. Tamari Chokheli says:

    Côte d'Azuris margalitebia nicec da cannec, orive ulamazesia.aq sulierad isveneb me ase vfikrob yovel shemtxvevashi. gavicydeba yvela sheni problema <3 <3

  9. Lord Vader says:

    კი მართლა გავხარ იტალიელს 🙂 ადრეც მითქვამს.
    მარა უკეთსი ხასიათი გაქვს იტალიელებზე 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *