“We must powder our wigs; that is why so many poor people have no bread.”
― Jean-Jacques Rousseau
მართლაც რომ !!!
სამყაროში სადაც ადამიანებს პური კიარა სასმელი წყალიც არ უვარგათ, არსებობს ადგილები სადაც ფუფუნება და ზღაპრული სიმდიდრე ჩვეულებრივი ამბავია, სადაც უბრალოდ სხვაგან ხარ 🙂
ადგილები, რომელთა მთელი ხიბლი, შიდა სამზარეულო და ცხოვრების წესი მხოლოდ წიგნებში თუ წაგვიკითხავს ან ფილმებში გვინახავს.
ადგილები სადაც ზუსტად ხვდები თუ რა მნიშვნელობას ატარებს რეალურად სიტყვა LUXURY!
მონტე – კარლო იყო ის ადგილი, სადაც ფერარი და პორშე ისეთივე მანქანაა როგორც ჩვენთან ტოიოტა კოროლა, ერთი პერიოდი რომ შემოიყარა და ყველა მესამეს ყავდა 🙂
დილით ნიცაში ბილეთები ავიღეთ ექსპრეს მატარებლის, ვისაუზმეთ იქვე რკინიგზის სადგურთან კაფეში და მონაკოსკენ გავემგზავრეთ. გზას სადღაც 20–25 წუთი დასჭირდა.
და თავი ამოვყავით საოცრებათა ქვეყანაში.
ჯერ პორტში დავეშვით და საოცარი იახტები ვათვალიერეთ, მერე ცენტრში სურათები გადავიღეთ, ჩვენი მეგობრის რჩევით Café de Paris-შიც შევიარეთ, სადაც რაღაც საოცარი ფასები ღირდა ყველაფერი.
ერთი ჭიქა ყავა, რომელშიც ყველაზე მეტი მთელი თრიფის მანძილზე 2,5 ევრო გვქონდა გადახდილი აქ 9 ევრო ღირდა.
ასევე ვაკვირდებოდით ყველგან ბინის ფასებს, მაგალითად სანრემოში 96 000ევროდან ვნახეთ ბინები , ნიცაში 126 000–იდან იწყებოდა, აი მონტე კარლოში კი ყველაზე იაფიანი ბინაც კი 2 000 000 ევროდან იწყებოდა 🙂 ვერაფერს იტყვი 🙂
მერე ჩავედით პლაჟზე, სადაც მეგონა რომ ვნახავდი შეზლონგებს , მაგრამ ამაოდ
აქაც ყველანი ოქროსფერ ქვიშაზე ვიყავით გართხმულები, ცოტა უცნაური ქვიშა იყო კანისგან განსხვავებით – ნახევრად ქვიშა–ნახევრად ქვა. თუმცა განსხვავება აქაც იგრძნობოდა: პრადას სათვალეები, რალფ ლორენის პირსახოცები, ლუი ვიტონის ჩანთები, უზომოდ ძვირი ზღვისპირა კაფეები, საოცარი ფასები წყლებზე და გამაგრილებელ ფასებზე და სილიკონის ძუძუები.
ეს დღე განსაკუთრებით ცხელი იყო და ამიტომაც პლაჟზე სადღაც 3 საათზე მეტი არ გავჩერდით, წამოვედით ჯერ კაფეში დავჯექით გავგრილდით ცოტა წვენებით, მერე წავედით ისევ საბოდიალოდ და დასათვალიერებლად.
ცოტა ხანში დიმამ მოისურვა მონტე კარლოს კაზინოში შესვლა, მე მაღაზიებში, ამიტომ დავთქვით დრო როდის და სად შევხვდებოდით ერთმანეთს და გავიყავით. მე ვიბოდიალე მაღაზიებში, ვნახე საოცრებები, მაგრამ სურათები არ გადამაღებინეს არსად. მერე ვიყიდე რამდენიმე შორტი და მაიკა და დავუბრუნდი ჩემს აღფრთოვანებულ მეუღლეს, რომელიც იყო ნანახით შოკირებული და ” აი აქ, ამ კაზინოში, უეჭველი უნდა წამოსულიყავიო მისაყვედურა. ასეთი კაზინო ჯერ არსად მინახავს აქამდეო.”
მინდოდა შესვლა მაგრამ უკვე ისე გვშიოდა რომ ვეღარ დავდიოდით, ამიტომ წავედით საჭმელად.
საღამოს ნიცას დავუბრუნდით, ბარგი ავიღეთ სასტუმროდან და ნიცას აეროპორტისკენ გავეშურეთ.
3 არაჩვეულებრივი დღე საფრანგეთში ამით დასრულდა, გავფრინდით ბარსელონაში.
I've really enjoyed reading this post )) mixaria rom kargad dasivenet!)
Прочитала с удовольствием
მონაკოშიც იყავიით?
ეგ არის საოცარი სამეფო, ზღაპრული ქვეყანა ზღაპარი გრიმალდებით
არ მახსოვს ევროპაში ცხოვრების 9 წლიდან არც ერთი წელი მანდ რომ არ ჩავსულიყავი
მონტე კარლო არის მილიონერთა საბუდარი, სადაც შეიხები და ამერიკელი მილიარდელები თვეობით ცხოვრობენ სანაპიროებთან იახტებზე
სადაც სხეულით ვაჭრობა არის ყველაზე სარფიანი საქმე და ლამაზი გოგონები უცებ მდიდრდებიან
დედამიწაზე სულ რამდენიმე წერტილი არსებობს ასეთი.
თავისთავად იდეა, რომ მხოლოდ მდიდრები და მილიონერები "გულაობენ" ძალიან ტეხავს
მაგრამ ეს ქალაქი თიტქოს მხოლოდ მაგისთვის არსებობსო და იმდენად არ გაღიზიანებს ეს ფუფუნება
2 000 000 ევროიანი სახლი მომინდა მონტე კარლოში
ყოჩაღ, მაგარი მოგზაურობა მოგიწყვიათ
მოკლედ, მადლობა, ესე მგონია მეც ვიმოგზაურე თქვენთან ერთად ♥
ასე მგონია მე ვიყავი :დ :დ :დ
ველოდები სხვა დღეებსაც
ისე ვკითხულობ როგორც კარგად დაწერილ მოთხრობას