Monaco/Monte Carlo, July 21

“We must powder our wigs; that is why so many poor people have no bread.”
― Jean-Jacques Rousseau

მართლაც რომ !!!

სამყაროში სადაც ადამიანებს პური კიარა სასმელი წყალიც არ უვარგათ, არსებობს ადგილები სადაც ფუფუნება და ზღაპრული სიმდიდრე ჩვეულებრივი ამბავია, სადაც უბრალოდ სხვაგან ხარ 🙂

ადგილები, რომელთა მთელი ხიბლი, შიდა სამზარეულო და ცხოვრების წესი მხოლოდ წიგნებში თუ წაგვიკითხავს ან ფილმებში გვინახავს.

ადგილები სადაც ზუსტად ხვდები თუ რა მნიშვნელობას ატარებს რეალურად სიტყვა LUXURY!

მონტე – კარლო იყო ის ადგილი,  სადაც  ფერარი და პორშე ისეთივე მანქანაა როგორც ჩვენთან ტოიოტა კოროლა, ერთი პერიოდი რომ შემოიყარა და ყველა მესამეს ყავდა 🙂

Larvotto beach

A Road Leading To The Gare De Monaco (Monaco Railway Station), Monte Carlo  by Zoran Djekic

დილით ნიცაში ბილეთები ავიღეთ ექსპრეს მატარებლის, ვისაუზმეთ იქვე რკინიგზის სადგურთან კაფეში და მონაკოსკენ გავემგზავრეთ. გზას სადღაც 20–25 წუთი დასჭირდა.

და თავი ამოვყავით საოცრებათა ქვეყანაში.

ჯერ პორტში დავეშვით და საოცარი იახტები ვათვალიერეთ, მერე ცენტრში სურათები გადავიღეთ, ჩვენი მეგობრის რჩევით Café de Paris-შიც შევიარეთ, სადაც რაღაც საოცარი ფასები ღირდა ყველაფერი.

Panoramic View of Monte Carlo Harbor in Monaco. Stock Photo - Image of  tourism, panoramic: 137763530

MONTE-CARLO BEACH - Updated 2022 Prices & Hotel Reviews  (Roquebrune-Cap-Martin, France)

monte Carlo073014424_zps8d5710dc

monte Carlo073016155_zps96cc7f03

monte Carlo0730143330_zpsa93ba1b9

monte Carlo0730143752_zps774847b0

monte Carlo0730144519_zpsce998067

monte Carlo0730145018_zps2e5f34f9

monte Carlo0730145559_zps438038e1

ერთი ჭიქა ყავა, რომელშიც ყველაზე მეტი მთელი თრიფის მანძილზე 2,5 ევრო გვქონდა გადახდილი აქ 9 ევრო ღირდა.

ასევე ვაკვირდებოდით ყველგან ბინის ფასებს, მაგალითად სანრემოში 96 000ევროდან ვნახეთ ბინები , ნიცაში 126 000–იდან იწყებოდა, აი მონტე კარლოში კი ყველაზე იაფიანი ბინაც კი 2 000 000 ევროდან იწყებოდა 🙂 ვერაფერს იტყვი 🙂

Monaco opens One Monte Carlo Conference Centre | Talk Business

METROPOLE SHOPPING CENTER | COMMERCIAL PREMISES - Offices for sale in Monaco

Casino Montecarlo And Cafe De Paris In Monte Carlo Monaco Stock Photo -  Download Image Now - iStock

მერე ჩავედით პლაჟზე, სადაც მეგონა რომ ვნახავდი შეზლონგებს , მაგრამ ამაოდ

monte Carlo0730160734_zps02d448a2

monte Carlo0730155537_zps6cf273bc monte Carlo0730145249_zpsbf06c987 monte Carlo073016155_zps96cc7f03

monte Carlo073014598_zps2cb419a0

აქაც ყველანი ოქროსფერ ქვიშაზე ვიყავით გართხმულები, ცოტა უცნაური ქვიშა იყო კანისგან განსხვავებით – ნახევრად ქვიშა–ნახევრად ქვა.  თუმცა განსხვავება აქაც იგრძნობოდა: პრადას სათვალეები, რალფ ლორენის პირსახოცები, ლუი ვიტონის ჩანთები, უზომოდ ძვირი ზღვისპირა კაფეები, საოცარი ფასები წყლებზე და გამაგრილებელ ფასებზე და სილიკონის ძუძუები.

  ეს დღე განსაკუთრებით ცხელი იყო და ამიტომაც პლაჟზე სადღაც 3 საათზე მეტი არ გავჩერდით, წამოვედით ჯერ კაფეში დავჯექით გავგრილდით ცოტა წვენებით, მერე წავედით ისევ საბოდიალოდ და დასათვალიერებლად.

Ilios restaurant | A C C E S S Monaco

  ცოტა ხანში დიმამ მოისურვა მონტე კარლოს კაზინოში შესვლა, მე მაღაზიებში, ამიტომ დავთქვით დრო როდის და სად შევხვდებოდით ერთმანეთს და გავიყავით. მე ვიბოდიალე მაღაზიებში, ვნახე საოცრებები, მაგრამ სურათები არ გადამაღებინეს არსად. მერე ვიყიდე რამდენიმე შორტი და მაიკა და დავუბრუნდი ჩემს აღფრთოვანებულ მეუღლეს, რომელიც იყო ნანახით შოკირებული და ” აი აქ, ამ კაზინოში, უეჭველი უნდა წამოსულიყავიო მისაყვედურა. ასეთი კაზინო ჯერ არსად მინახავს აქამდეო.”

monte Carlo0730150220_zps157abfa1

 მინდოდა შესვლა მაგრამ უკვე ისე გვშიოდა რომ ვეღარ დავდიოდით, ამიტომ წავედით საჭმელად.

 Metropole Luxury Shopping Centre, Monte Carlo, Monaco (Photos Puzzles, Framed,...) #19932777

Le Metropole, Luxury Shopping Center Building with People in Monte Carlo, Monaco Editorial Image - Image of carlo, expensive: 147008610

საღამოს ნიცას დავუბრუნდით, ბარგი ავიღეთ სასტუმროდან და ნიცას აეროპორტისკენ გავეშურეთ.

3 არაჩვეულებრივი დღე საფრანგეთში ამით დასრულდა, გავფრინდით ბარსელონაში.

Nice, France – Place to visit !!!

აი ამ გადასახედიდან, დღეს უკვე მესამე დღეა რაც საქართველოს დავუბრუნდი, კიდევ ერთხელ ვხვდები რომ წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი ვიყავი, რადგან 3 დღე საფრანგეთში გატარებული იყო ყველაზე ყველაზე დადებითი და ყველაზე „ჩემი“ მთელი ამ თრიფიდან. მართლა არ მეგონა საფრანგეთი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. განსაკუთრებით და უგონოდ ვარ შეყვარებული ნიცაზე.

nice copy2

               ვენტიმილიადან ნიცაში დაახლოებით 40 წუთში ვიყავით, ისიც იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც ავიღეთ არ იყო ექსპრესი და ყველა გაჩერებაზე აჩერებდა.

ჩვენი სასტუმრო რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში იყო დაახლოებით, რამაც გაგვაბედნიერა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, სტაფი –  რომელიც იყო საოცრად მეგობრული,  ღიმილიანი, და რომლებმაც იცოდნენ ინგლისური რაც მთავარია!!!  სასტუმროში ibis Nice hotel ღამეში ვიხდიდით 85 ევროს- საუზმე არ შედიოდა, საუზმე დამატებით 9 ევრო ღირდა კაცზე, მაგრამ ჩვენ გარეთ საუზმობა გვერჩივნა სხვადასხვა კაფეებში. რეალურად ყველაზე ძვირი ეს სასტუმრო იყო მთელი თრიფის მანძილზე, სულ ცოტათი ძვირი იყო ვიდრე ბარსელონა და მილანი.  Continue reading