აი ამ გადასახედიდან, დღეს უკვე მესამე დღეა რაც საქართველოს დავუბრუნდი, კიდევ ერთხელ ვხვდები რომ წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი ვიყავი, რადგან 3 დღე საფრანგეთში გატარებული იყო ყველაზე ყველაზე დადებითი და ყველაზე „ჩემი“ მთელი ამ თრიფიდან. მართლა არ მეგონა საფრანგეთი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. განსაკუთრებით და უგონოდ ვარ შეყვარებული ნიცაზე.
ვენტიმილიადან ნიცაში დაახლოებით 40 წუთში ვიყავით, ისიც იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც ავიღეთ არ იყო ექსპრესი და ყველა გაჩერებაზე აჩერებდა.
ჩვენი სასტუმრო რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში იყო დაახლოებით, რამაც გაგვაბედნიერა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, სტაფი – რომელიც იყო საოცრად მეგობრული, ღიმილიანი, და რომლებმაც იცოდნენ ინგლისური რაც მთავარია!!! სასტუმროში ibis Nice hotel ღამეში ვიხდიდით 85 ევროს- საუზმე არ შედიოდა, საუზმე დამატებით 9 ევრო ღირდა კაცზე, მაგრამ ჩვენ გარეთ საუზმობა გვერჩივნა სხვადასხვა კაფეებში. რეალურად ყველაზე ძვირი ეს სასტუმრო იყო მთელი თრიფის მანძილზე, სულ ცოტათი ძვირი იყო ვიდრე ბარსელონა და მილანი. Continue reading →