Kiev October 21 / 2011 – Nightlife

როგორც წინა პოსტში ვწერდი პაუსტოვიტის ჩვენებაზე ვერ მოვხვდით საოცარი საცობების გამო. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო რომ ვერც სვეტლანა ტეგინის ჩვენებაზე მოვხვდი რომელიც დაგეგმილი იყო 9 საათზე.

თურმე დაშას და თათიას დაუჯავშნავთ საღამოს 9ის ნახევარზე მაგიდა კიევის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძველ რესტორანში. სადაც მოხვედრა როგორც წესი არც ისე იოლია, განსაკუთრებით თბილ ამინდებში და თბილ სეზონზე რადგან ამ რესტორანს 2 მხრიდან გახსნილი ვერანდები აქვს, თვითონ მდებარეობს რომელიღაც შენობის 10 სართულზე თუ არ ვცდები და აქვს ულამაზესი ხედებიგარდა ამისა ეს არის ერთ ერთი ყველაზე ხალხმრავალი და “სვეცკი” რესტორანი კიევში სადაც მხოლოდ დეპოზიტიანი მაგიდებია და სადაც 1 სტანდარტული მაგიდა რომ აიღო დეპოზიტი 300-400$ მაინც უნდა იყოს. მაგრამ ისეთი მომსახურება იყო რომ მართლა ღირდა აქ წასვლა.

უგემრიელესი საჭმელები, უგემრიელესი და ძალიან კარგი ღვინო, საოცარი სითბო და მუსიკა, მეტი რა გვინდოდა პრინციპში კიევში ცივ საღამოს?

თათია, ანი, დაშა,მე

მაგრამ კიევში სამწუხაროდ პარასკევისთვის 1 კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო მაგიდა რომ კლუბში შეაღწიო და დაჯდე, დავიწყეთ ძალიან ლამაზი კლუბით SEREBRO, სადაც ცხვირს ვერ შეყოფდი. მერე წავედით D’LUX-ში, არც იქ იყო მაგიდები თავისუფალი, ბოლოს დათოს გაახსენდა ერთ ერთი თავისი ნაცნობი ქართველი გოგო რომელიც კლუბ AVALON-ში მუშაობდა მენეჯერად, ეგრევე დაურეკა და როგორღაც დააჯავშნინა მაგიდა, რანაირად მოახერხა არ ვიცი, რადგან კლუბი გადატენილი იყო რომ შევედით.

Kiev Avalon dance club | Ukrayna Seyahat

 

Comments

comments

10 thoughts on “Kiev October 21 / 2011 – Nightlife

  1. თეო says:

    ეს ფეხუცებიანი დესერტი – პოდ-ტირამისუა? რა დრო გიტარებია?!

  2. taknatuna says:

    რალამაზი რაღაც გიკეთია თავზე
    კარგად გამოიყურები და
    მგონი აშKარად ახალი ძალებით უნდა დაბრუნებულიყავი კიევიდან, წუწუნი არ გაგაგონო დავიღალეოო

  3. Taa says:

    თეო, არ მახსოვს ეგ რა შეუკვეთა დიმამ
    მაგრამ გემრიელი იყო 🙂

    taknatuna

    ჯერ არ ვწუწუნებ 🙂

  4. თენგო მორჩილაძე says:

    რა გემრიელი რაღაცეებია <3
    და გიორგის კაბა საოცრად გიხდება. ^^

  5. Taa says:

    თენგო მორჩილაძე

    მადლობა თენგო, მეც ძალიან მომწონს
    ერთ გოგოს უნდა და თუ ის არ იყიდის მე ვიყიდი აუცილებლად

  6. ირინკა says:

    კაბა ფანტასტიკაა, ხასიათზე რომ არ იყო, ძალით მოგიყვანს… უინტერნეტობის გამო ეხლა შემოვაღწიე შენს ბლოგზე და ინტერიერი ძალიან მომეწონა… კიდევ უფრო Stylissimo გახდა… “ტაკ ძერჟაწ!!” :*

  7. Peppa says:

    თააააააააააა რა ლამაზუკა ხარ
    ძალიან გიხდება ეს კაბა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *