o21 ოქტომბერი იყო ყველაზე ცივი დღე კიევში ყოფნის მანძილზე, ჯერ ისეთი ბნელი დილა იყო რომ 2-ის წუთებზე რომ ავდექით მე და დიმა დილის 9 საათი გვეგონა :დ
მე თათიას ზარს ველოდებოდი DREAM TOWN-ის მისამართი უნდა მოეცა, დიდი სავაჭრო ცენტრის სადაც უნდა წავსულიყავით მე და დიმა საღამოს 6 საათამდე, როცა ისინიც მოიცლიდნენ.
ჩვენებები 7 საათამდე არ იწყებოდა ამ დროს და ამიტომ დრო ბევრი გვქონდა
სავაჭრო ცენტრი მართლაც შთამბეჭდავად უზარმაზარი იყო და ძალიან საინტერესო კიბის უჯრედები ჰქონდა, სხვადასხვა სტილში, ზოგი ჯუნგლის ზოგი ჩინურ და იაპონურ სტილში. სამწუხაროდ ფოტო ვერ გადმოსცემს ხოლმე რეალობას ისე ლამაზად როგორც არის, მაგრამ მიახლოებით მაინც ჩანს რაც იყო 🙂
DREAM TOWN– ში იყო უამრავი სხვადასხვა ბრენდების მაღაზიები, როგორც საშუალო ფასების ასევე ძვირიანი ლაქშერი ბრენდები.
Andre Tan – რომელიც აქ ყავდათ მოდის კვირეულზე ჩამოყვანილი
We Are United – ძალიან საყვარელი ხელნაკეთი ფეხსაცმელებისა და ჩანთების მაღაზია
მერე მე და დიმას მოგვშივდა და ბოლო სართულზე ავედით სადაც მხოლოდ კაფეები იყო სხვადასხვა სამზარეულოების მიხედვით. შევედით იაპონურ რესტორანში Сушия რომლის ქსელიც მთელს კიევში არსებობს და ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ
ამასობაში თათია და დათოც მოვიდნენ, ერთად ვისადილეთ და განვაგრზეთ შოპინგი, Promod-ში ვიყიდე ჩანთა რეპტილიის პრინტით, TALLY WEiJL– ში კიდევ ერთი ჩანთა ბეჟი ფერის და Mademoiselle- ში ულამაზესი ლურჯი მოიისფრო ქლაჩი. სურათებს დავდებ მერე.
მერე შევედით გალერეაში, სადაც შედარებით ძვირიანი ბრენდები იყიდებოდა, თათია ეძებდა თბილ ჩასაცმელს , კურტკას ან პალტოს
ისეთ საცობში მოვყევით რომ კიევის ცენტრამდე დაგვჭირდა 1 საათი, შესაბამისად ვერც ჩვენებაზე მოვხვდებოდით და გავყევით ჩვენც ბიჭებს გრანდ გალერიში კრეშატიკზე.
ქართული fashion blog-ებიდან ყველაზე ძალიან შენი საიტი მიყვარს. საინტერესო პოსტები გაქვს ყოველთვის, ეგრე განაგრძე! go taa, goo!
კარგი სურათებია:)
http://shu84.blogspot.com
მაკო ზარიძე
უდიდესი მადლობა 🙂
ტყავის ელასტიკი მომანდომე 🙂
ზარას ეგეთი ბაჩები მე მაქვს 🙂 ზარას საიტიდან გამოვიწერე, იქ არის ზომები 🙂
ააა რა მაგარია:)) მეც გავიჩითე შენს ბლოგზეე:-P 🙂 ნორმალური მოდელი გამოვდექი?:) თათ, მენატრებიიი;-(
ულამაზესი პალტო აცვია შენს დაქალს
უთხარი აუცილებლად იყიდოს საოცრად უხდება 🙂
შენ სულ უნდა იარო, იმოგზაურო და მერე წერდე
ისე კარგად გამოგდის :)))))))))))))))
შორს წასულან სსრკ-დან.
რატომღაც არ მეგონა.
არც ისე შორს ლორდ
ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენ ვცხოვრობდით ცენტრში – შოთა რუსთაველზე
ვხვდებოდით მხოლოდ შედარებით ნორმალურად და კარგად მაცხოვრებელ მოსახლეობას
და ვიყავით 5 დღე მაქსიმალურად “კარგ პონტში”
მაგრამ yet there another bank of the river 🙁
ასეთი ღია ფერის პალტო მინდა !!!!!!
ვეკო ჩხეიძე
მეც ძალიან მომწონს
კსტაწი, როდის გადმოგცე შენი ჩანთა?
ტყავის ელასტიკები
მაგრად მიყვარს და ძალიან გიხდება