After SUN – პროდუქცია სამწუხაროდ საქართველოში არც ისე პოპულარულია, არადა რომ იცოდეთ როგორი აუცილებელია თქვენი კანისათვის.
ეს არ არის დამწვრობის კრემები და ლოსიონები, ეს არის აუცილებელი პროცედურა გარუჯვის შემდეგ და არა დამწვრობის.
ვიდრე უშუალოდ დაპაკეტებულ და “დაფლაკონებულ” საშუალებებზე გადავალ, 2 აუცილებელ რჩევას მოგცემთ გარუჯვის პროცესისათვის.
მზის სხივების ზემოქმედებისაგან ჩვენი კანი უზომოდ შრება, კარგავს ელასტიურობას და ხდება უხეში, ამიტომ გარუჯვის მომენტში განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება მას.
პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის წყლის სმა, წყალი არის ძალიან, ძალიან აუცილებელი. სასურველია 2-3 საათი მზეზე წოლისას დაახლოებით 1 ლიტრი წყალი მაინც დალიოთ.
მეორე არის შხაპი: გრილი, თბილი, ცხელი – როგორიც გენებოთ, მაგრამ როგორც კი ადგებით პლაჟიდან თუ შეზლონგებიდან, მაშინვე მიმართეთ აბაზანას და გადაივლეთ წყალი. მე პირადად ამ დროს დიმას დუშგელებს ვიყენებ ხოლმე, რომლებიც ზღვის სხვადასხვა პროდუქტს ან მენთოლს შეიცავენ ხოლმე და ძალიან მიგრილებს კანს. შხაპის შემდეგ კარგად არ ვიმშრალებ და ვცდილობ რომ კანმა შეიწოვოს წყალი.
ამის შემდეგ კი აუცილებლად, აუცილებლად ვისმევ After SUN- პროდუქტს. ეს ტრადიცია ბოლო 6 წელია დავნერგე ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ როდესაც ზღვაზე მივდივარ არასოდეს მავიწყდება After SUN და მზისგან დამცავი კრემები, ისევე როგორც არ დამავიწყდება საცურაო კოსტუმი სიტყვაზე.
ეხლა რაც შეეხება თავად After SUN პროდუქციას, გიზიარებთ ჩემს მიერ გამოცდილებს და უბრალოდ იმათ რომელსაც აქვს ინტერნეტში კარგი რევიუები:
1. დიორი – დიორი იყო პირველი ჩემი After SUN -ი, ძალიან ფაფუკი და ნაზი რძისებრი კრემი, საოცარი სურნელით – მაგრამ არც ისეთი კარგი ეფექტით 🙁 მისი ზემოქმედება კანზე გრძელდებოდა 30-40 წუთი და ამის შემდეგ კანი ისევ ითხოვდა დატენიანებას. თუმცა ყველას კანზე ასე არ იქნება სავარაუდოდ, სხვადასხვა ადამიანის კანს სხვადასხვა დოზებით ესაჭიროება დატენიანება.
2. Nivea Sun Regenerating After Sun Balm – საკმაოდ სქელი ფაქტურით, ლოტუსის შემცველობით და ძალიან კარგი სურნელით. აღმდგენი ეფექტით.
3. Clarins SOS Sunburn Soother – ფანტასტიკური საცხია, ზოგადად კლარინსი დატენიანებაში ძალიან, ძალიან პროფესიონალური ხაზია. გარდა იმისა რომ კარგად ატენიანებს კანს, აგრილებს კიდეც და სიწითლეებსაც აქრობს. ძალიან ძალიან რექომენდედ პროდუქტია
4. Ambre Solaire After Sun Refreshing Hydrating Spray – 2 წლის წინ გარნიეს ზუსტად ეს პროდუქტი საქართველოში არსად იყიდებოდა, რადგან ძალიან ბევრი ვეძებე მახოვს. არადა Ambre Solaire –ი იყო პირველი ყველაზე მასიური მზისგან დამცავი ხაზი, რომელიც საქართველოში შემოვიდა და მახსოვს “ძაან სვეცკობად” ითვლებოდა ეგ თუ გედო შეზლონგთან აუზებზე. ეს კონკრეტული სფრეი თურქეთში ვიყიდე 2010-ში. ძალიან მაგარია: პირველი იმიტომ, რომ სპრეია, მე პირადად სპრეის ვანიჭებ აფთერ სანებში უპირატესობას და მეორე იმიტომ რომ კანს გიცოცხლებს, რაღაცნაირი ” Freshness ” შეგრძნება გაქვს.
5. Clinique After Sun Rescue Balm – კლინიკზე კარგის მეტს ვერაფერს ვერ იტყვი ადამიანი. ეს კონკრეტული საცხი არის ისეთი ნაზი და ისეთი ფაფუკი <3 ამასაც აღმდგენი ეფექტი აქვს.
6. Biotherm After Sun Oligo-Thermal Face Cream – ეს არის საცხი მხოლოდ სახისთვის, თუმცა მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ უნივერსალ ტიპებს, რათა თავიდან ავიცილო ჩანთის გადატენვა ხოლმე. კლინიკი მაგალითად როგორც სახის ასევე ტანის იყო. ეს კრემი კი კონკრეტულად სახის კანზეა გათვლილი და არა მხოლოდ აფთერ სან – არამედ დღის კრემის ეფექტიც აქვს.
7. The Organic Pharmacy Tan Enhancing After Sun – ეს პროდუქტი მე პირადად არ გამომიყენებია, თუმცა საოცრად კარგი რევიუები აქვს. იმდენად კარგი რომ ვაპირებ აუცილებლად დავიარო ბარსელონაში ბიუთი შოპები და ჩავიგდო ხელში ეს პროდუქტი. თუმცა ფასიც არ აქვს მაინცდამაინც დაბალი 60$-იდან ზევით ფარგლებშია.
8. Simple Sun Sensitive Moisturising After Sun Lotion – ამასაც ძალიან კარგი რევიუები აქვს, გარდა იმისა რომ არის დამატენიანებელი, ამ ლოსიონში შემავალი გვირილა და ალოე კანზე დამამშვიდებლად ზემოქმედებს.
და ბოლოს მათთვის, ვისაც შედარებით შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, მართლა ძალიან ძალიან კარგი პროდუქტი თუ არ ვცდები სადღაც 15 ლარის ფარგლებში.
AVON – ის After Sun Spray მე პირადად გამომიყენებია და საკმაოდ კარგი პროდუქტია, კარგად აგრილებს და ატენიანებს კანს. საკმაოდ კარგი სურნელი აქვს.
მე პირადად ეს სპრეი მქონდა თურქეთში წაღებული, სადაც რამდენიმე საათი გადაბმულად არ ვდგებოდი შეზლონგიდან ხოლმე და შესაბამისად ჩემს კანთან გამკლავება საკმაოდ რთული საქმე იყო, ამიტომ ყველგან თან დამქონდა ხოლმე და განსაკუთრებით გამშრალ ადგილებზე (ბეჭები, სახე) ყოველ 1 საათში ერთხელ ვისხამდი ხოლმე. უცებ გაიწოვება და ტანსაცმელსაც არ აზიანებს 🙂 სამაგიეროდ გრილად და კარგად გრძნობ თავს
მოკლედ, გაუფრთხილდით თქვენს კანს, სხეულს, სახეს, თმას. 1 ზაფხულით ხომ არ ვცხოვრობთ 🙂
მე კი დაუვიწყარ დასვენებას გისურვებთ ყველას.
AVON-ის ეგ სპრეი მეც მაქვს, სხვათაშორის დეიდაჩემს ძალიან უშველა, ხელს ვერ დაადებდი ისე იყო დამწვარი და ეგ რომ წაისვა მეორე დღეს ბევრად უკეთესად იყოს. ეივონის ყავისფერი სპრეიც მომწონს ზაგრის მალე მიღებისთვუს <3
გარუჯვის შემდეგ ჩვეულებრივ დამატენიანებელ ლოსიონს ვხმარობ ხოლმე, ეხლა შევეცდები რაიმე სპეციალური შევარჩიო. მადლობა სასარგებლო რჩევისთვის <3
რა კარგი რჩევებია, ნამდვილად გამომადგება.
დიდი მადლობა თაა <3
shiseidos ufter sun-იც ცადე :))) დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება :* <3
Clarins SOS Sunburn Soother – ფანტასტიკური საცხია
100%-ით გეთანხმები <3 <3 <3
ნარუჯზე ვცდილობ უფრო გრილი წყლით ვიბანაო და მერე ოდნავ სველ კანზე ნივეას რძეს ვისვამ, საოცრად მირბილებს კანს.
ზოგი კიდევ აბაზანის მერე ჯონსონს ბეიბის ზეთს ამჯობინებს და ნეტავ რამდენად კარგია…