აი ამ გადასახედიდან, დღეს უკვე მესამე დღეა რაც საქართველოს დავუბრუნდი, კიდევ ერთხელ ვხვდები რომ წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი ვიყავი, რადგან 3 დღე საფრანგეთში გატარებული იყო ყველაზე ყველაზე დადებითი და ყველაზე „ჩემი“ მთელი ამ თრიფიდან. მართლა არ მეგონა საფრანგეთი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. განსაკუთრებით და უგონოდ ვარ შეყვარებული ნიცაზე.
ვენტიმილიადან ნიცაში დაახლოებით 40 წუთში ვიყავით, ისიც იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც ავიღეთ არ იყო ექსპრესი და ყველა გაჩერებაზე აჩერებდა.
ჩვენი სასტუმრო რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში იყო დაახლოებით, რამაც გაგვაბედნიერა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, სტაფი – რომელიც იყო საოცრად მეგობრული, ღიმილიანი, და რომლებმაც იცოდნენ ინგლისური რაც მთავარია!!! სასტუმროში ibis Nice hotel ღამეში ვიხდიდით 85 ევროს- საუზმე არ შედიოდა, საუზმე დამატებით 9 ევრო ღირდა კაცზე, მაგრამ ჩვენ გარეთ საუზმობა გვერჩივნა სხვადასხვა კაფეებში. რეალურად ყველაზე ძვირი ეს სასტუმრო იყო მთელი თრიფის მანძილზე, სულ ცოტათი ძვირი იყო ვიდრე ბარსელონა და მილანი.
ნომერი პაწაწუნა იყო, თუმცა საკმაოდ საყვარელი და საწოლი გვქონდა ძალიან, ძალიან კომფორტული, ჯერ ერთი რომ დიდი იყო ძალიან და მერე ისეთი რბილი და ისეთი გემრიელი რომ ადგომა არ გვინდოდა ხოლმე.
გარდა ამისა მთელი თრიფის მანძილზე საფრანგეთი იყო ის ერთადერთი ნაწილი, სადაც თითქმის სულ გვქონდა ინტერნეტი სასტუმროშიც, ქუჩაშიც, კაფეებშიც, ყველგან შეგეძლო ინტერნეტით სარგებლობა და ამ ფაქტით ვიყავით მოხიბლულები მე და დიმა. ნუ დიმა განსაკუთრებით, რადგან მისთვის ინტერნეტი აუცილებლობას წარმოადგენდა.
როგორც კი სასტუმროში ამოვბარგდით, მაშინვე გადავწყვიტეთ პლაჟზე წასვლა და თან ჭამა, გავუყევით პლაჟისკენ გზას და გზადვე კაფეების ქუჩაზე შევედით. ძალიან ლამაზი და საყვარელი ქუჩა იყო, უამრავი ტურისტით, უამრავი კაფეთი და სუვენირების მაღაზიებით. ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, ისეთი ყაყანი იყო და ფუსფუსი რომ ეგრევე ენერგიაზე მოყავდი ადამიანი. სხვას არც ველოდი, ნიცა სტუდენტური ქალაქია და ყველაზე ცოცხალი ალბათ პარიზის მერე.
თავიდან ერთ ერთ უსაყვარლეს ფრეშ ვიტ კაფეში შევედით, სადაც გვინდოდა სალათების ჭამა და ფრეშის დალევა, ისეთი საოცრებები ჰქონდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თავად სალთის ფოთლები გაუთავდათ და მომარაგებას, რომელიც 30 წუთში მოვაო – ვერ დავუცდიდით, ძალიან გვშიოდა. ამიტომ შევედით მოპირდაპირე მხარეს ბისტროში და არ ვინანეთ არანაირად, ისეთი გემრიელი და საინტერესო სალათები ვჭამეთ ცხოვრებაში რომ არ გვეჭამა.
ფასებს რაც შეეხება, მილანისნაირი კატასტროფული ფასი საკვებში აღარსად გადაგვიხდია, მერე მოდიოდა მონტე-კარლო, სადაც ასევე შედარებით მაღალი ფასები ედო კაფეებში საჭმელს.
ნიცა და კანში თითქმის ერთი ფასები იყო და ნუ ისეთი, საშუალო შედარებით, მაგრამ 100 ევრო არასოდეს მოგვსვლია ანგარიში.
ნიცაში ქვიანი პლაჟი იყო, მაგრამ სამაგიეროდ წყალი იყო რაღაც საოცრება, უკამკამესი, საოცრად თბილი და სუფთა. ასეთი წყალი მეტი არსად მინახავს. ძალიან, ძალიან ბევრი ვიცურავე, ვერ ვშორდებოდი ამ საოცარ წყალს.
საზოგადოებრივ პლაჟებზე აქ შეზლონგებზე თიქმის არავინ წევს, მხოლოდ რომელიმე სასტუმროს პლაჟებზე არის ხოლმე შედარებით შეზლონგიანი ხალხი. ჩვეულებრივ პლაჟებზე შეზლონგი მინიმუმ 7/8 ევრო ღირს და ამიტომ ყველას კიდია, არ მინახავს შეზლონგებზე მწოლიარე ხალხი.
2 საათი რომ გავიდა და ვერ მოვწყდი პლაჟს, დიმას მობეზრდა და თან სამუშაო ჰქონდა და ავიდა ნომერში, მე კიდევ ალბათ 2 საათი ვიხრუკებოდი მარტო.
მერე მეც ავედი, ვიბანავეთ და წავედით სასეირნოდ.
რაღაც ქუჩაზე ჩავედით სადაც შავკანიანი ბირჟავიკი დრაგ დილერები იდგნენ, მათ შორის ქართველებსაც მოვკარით თვალი კიარადა ყური, ნუ შავკანიანს არა თავისთავად :დ
მერე ამავე ქუჩაზე რესტორნები და კაფეების რიგები დაიწყო, შევედით ჩინურ რესტორანში რადგან მინდოდა ბრინჯეულის ჭამა და ისეთი გემრიელი ბრინჯი ვჭამე კრევეტებით.
ჭამის მერე ცენტრში გავედით, იმდენი ვიარეთ იმდენი, მთელი ბულვარი “boulevard des anglais” და მისი მიმდებარე პატარ-პატარა ქუჩები სულ შემოვიარეთ, თან რაღაცა კონკრეტულ მთაზე მდებარე ადგილს ვეძებდით –რომელიც ცენტრიდან დავინახეთ :D, მაგრამ მაგის ძებნაში ლამის მაგ მთის წვერზე ავძვერით – მაგის ზევით არაფერი აღარ იყო, ეს აღმართი სახლის კედლით მთავრდებოდა და მოგვიწია უკან დაშვება. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, იმხელა აღმართი ავიარეთ, თითქოს სწორად და მაინც რომ ვერ მივაგენით იმ ადგილს :დ :დ :დ
თუმცა იმ ადგილის ძებნაში მივხვდით რომ რაღაც საოცარ ადგილას ვიმყოფებოდით, ასობით პატარა კაფე იყო შეფენილი ამ პატარა გორაკზე, ყველა სხვადასხვა სამზარეულოთი და რაც მტავარია ძალიან მხიარული ყაყანით. ეს იყო Vielle Ville Nice – ძველი ნიცა. – MUST GO place !!!
მერე რუკას რომ დავხედეთ იმდენი უბანი შემოგვივლია უცებ სუპერ გმირებად ვიგრძენით თავი, მთელი ნიცას ცენტრი და ირგვლივ ადგილები მოგვევლო ამასობაში, ძალიან ბევრი რამე ვნახეთ. ცენტრშიც შეგვხვდნენ ქართველები, მაგათთან მოგვიწია გამოლაპარაკება. მაგრამ 2 წუთით შემოვიფარგლეთ.
მერე უკან დავბრუნდით და გადავწყვიტეთ მეორე დღეს დილიდან კანში წავსულიყავით საუზმის შემდეგ.
თუმცა ნიცა ამით არ ამოგვიწურავს, კიდევ სამი დღე ვიყავით საღამოობით და უამრავი ადგილი ვნახეთ, მათ შორის კაზინოშიც ვიარეთ :დ
Taaa <3
გაშლილი თმა გიხდება 🙂
ჩემი ნიცა 🙂
2 თვე გავატარე მანდ რაღაც სტაჟირებაზე
და ახლა თავიდან მოვიარე თქვენთან ერთად
დღეს პირველად აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი და ამიერიდან ძალიან ერთგულ მკითხველად მიგულეთ
ბოლო სურათში ხარ საოცრება
რაღაცნაირი იტალიური ფილმების კადრს წააგავს, სათვალე, სიგარეტი, თმა
სუპერ–პუპერ ფოტოა
ირინა
დიდი მადლობა 🙂
ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია ყოველი ახალი მკითხველი
ერთ ერთი ყველაზე მაგარი პოსტია
ნიცა ძალიან მაგარია, მე ვიყავი 1 დღით ჩასული ჩემს მეგობართან
მაგრამ მაგდენი ვერ მოვასწარი, თუმცა პლაჟზე ჩვენც გავედით ცოტა ხნით
ულამაზესი ტანი გაქვს და ძალიან მომეცონა შენი საცურაო კოსტუმი
ლენკა
დიდი მადლობა 🙂
მე ვარ მაგ სასტუმროში ნამყოფი და გეთანხმები აღწერილობაში
მეც მსგავსი ოტახი მქონდა, უცუცქნესი აბაზანით, მაგრამ საუკეთესო მომსახურება აქვთ მართლაც და კარგი ინტერნეტი
შარშან ვიყავი 6 დღე, საუზმეც არაჩვეულებრივი აქვთ, უნდა აგეღოთ – იმდენი რამე დევს საღამომდე არ მოგშივდებოდათ
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მე ეგრე ვერასოდეს აღვწერდი ჩემს თავგადასავლებს
არადა მართლაც გადამხდა ერთიორი
ერთი ზანგი ავიკიდე ნიცაში, 4 დღე ვერ ვიშორებდი გადამრია :დ :დ :დ
თათ, ზღაპრულად გამოიყურები
გიხდება შენ მოგზაურობები ძალიან
მომანდომე ნიცაში წასვლა
Côte d'Azuris margalitebia nicec da cannec, orive ulamazesia.aq sulierad isveneb me ase vfikrob yovel shemtxvevashi. gavicydeba yvela sheni problema <3 <3
კი მართლა გავხარ იტალიელს 🙂 ადრეც მითქვამს.
მარა უკეთსი ხასიათი გაქვს იტალიელებზე 🙂